მთავარისიახლეებისაზოგადოება74 წლის მარტოხელა დევნილი ლიანა კუპრავა წლებია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს...

74 წლის მარტოხელა დევნილი ლიანა კუპრავა წლებია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს [Video]

Published on

74 წლის მარტოხელა დევნილი ლიანა კუპრავა წლებია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს. 12 კვადრატული მეტრის 2 ოთახში, რომელსაც დევნილი ქალი ქირაობს, კედლები გაბზარულია, არ არის ჰიგიენისთვის აუცილებელი პირობა – წყალი. მარტოხელა ქალის ყოველთვიური შემოსავალი 335 ლარია, რაც მინიმალური საარსებო ხარჯებისთვისაც არ ყოფნის. ლიანა კუპრავა ამბობს, რომ ბინების განაწილების პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ბინები არასამართლიანად გაიცემა.ლიანა კუპრავას თქმით, ის კომისიის წევრებსაც შეხვდა და ადგილობრივ დევნილთა სამმართველოსაც, სადაც მისი თქმით, უთხრეს, რომ 2022 წლამდე კომისია მის სააქმეს ვერ შეისწავლის და ბინითაც ვერ დაკმაყოფილდება..„ოდიში“ აჭარისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა გელა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ კომისია ამ ეტაპზე მხოლოდ 6 ქულიანი ოჯახების კვლევას აკეთებს, ამ კრიტერიუმს კი ლიანა კუპრავა ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად ნაჭყებიას თქმით, ის ამ ეტაპზე ბინას ვერ მიიღებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....