,,მოძალადესენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო”-ტარიელ ნაკაიძე

0
236

“სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო”. – წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე 5 და 6 ივლისს გამართულ ორკების აქციასა და პოლიტიკოსების გამოხმაურებაზე.

ნაკაიძის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა საშიშ ზღვარზე დგას და პრორუსული, პროპუტინური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციებში, სახიფათო მოვლენაა. ნაკაიძე წერს, რომ პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა “ფსევდორელიგიურ” ორგანიზაციებს, რომლებიც ღიად არიან ჩართული რუსული ინტერესების გატარებაში.

“მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.

კოლეგებო, ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა. ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.

იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად.

სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ! ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ საშიშროებისგან, რომელსაც დღევანდელობა უქადის”. – წერს ტარიელ ნაკაიძე.

წინა სტატიაერთმანეთზე “დაპაიალნიკებული ტრუბები” და მუქარა ბართლომეს ღამით
შემდეგი სტატიანიკა გვარამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხიდან მიდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური