მთავარისიახლეებიმედიცინასამი ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სამი ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

Published on

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი სამი ინფიცირებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს – ბრიტანული. რაც შეეხება მესამე ბავშვს, მისი ნიმუშის კვლევა გრძელდება. სამივე ჩვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

“მაქსიმუმს ვცდილობთ,  ჩართულია ევექსის ბორდი, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართულები არიან მათ მკურნალობაში, NCDC დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე პოზიტიურობის კუთხით არ გვაქვს, თუმცა ისიც, რომ არ არის გაუარესება, ესეც დადებითად შეიძლება განვიხილოთ,“ – ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

სამივე ინფიცირებული 3 თვემდე ჩვილია, ერთი – აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, სწორედ მას დაუდასტურდა  ე.წ ინდური შტამი. ბავშვები კლინიკაში რესპირაციული გართულებებით შეიყვანეს.

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...