ნიკა გვარამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხიდან მიდის

0
372

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას “ფეისბუქით” ეხმაურება”

,,მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ:

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა ტექნიკურადაც წილების კომპოზიციის და წესდების გათვალისწინებით, ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია

ასე რომ, ტყუილად სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში”

 

წინა სტატია,,მოძალადესენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო”-ტარიელ ნაკაიძე
შემდეგი სტატია რა არის ანრი ოხანაშვილისთვის მშრალი ეუთო/ოდირის დასკვნაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური