ერთმანეთზე “დაპაიალნიკებული ტრუბები” და მუქარა ბართლომეს ღამით

0
321
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, 5 ივლისს, პუტინისტურმა ჯგუფებმა ძალადობრივი ქმედებების შემდეგ ჯვარი აღმართეს. დარჩება თუ აიღებენ  ჯვარს, რომელიც არც არსით, არც  ვიზუალური სახით  შეეფერება  სეკულარულ სახელმწიფოს.  საზოგადოება მთავრობის გადაწყვეტილების მოლდინშია.

,,არ ასვენებს შემჯდარი ეშმაკი ვიღაცას და ვინიცობაა ჯვარს შეეხნენ ავად, იცოდეთ, ბართლომეს ღამე დაავიწყდება ისტორიას”… – მუქარის შემცველ ამ  პოსტს მამა შოთა ორველაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

,,ყველა ერთმანეთზე ჯვარედინად “დაპაიალნიკებული” რკინის ტრუბები ქრისტეს ჯვარი არ არის”. – წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე რუსთაველის გამზირზე პუტინისტების მიერ დადგმულ ჯვარზე.

,,იძაბებით ჯვრის დანახვაზე?- მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.

,,აქედან სენსაციას ნუ ქმნით- ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და  პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი – საქართველოს პარლამენტი იმსახურებს.  განაცხადა თალაკვაძემ

 

წინა სტატიასომხეთის ძალებმა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფის მიმართულებით ისროლეს
შემდეგი სტატია,,მოძალადესენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო”-ტარიელ ნაკაიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური