ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია 5-6 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლებისგან არიან “გათავხედებულები და გაქეზებულები”.
“ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც “ვიშვიშებს” და “გმობს” ძალადობას! ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები, და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი […]
მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის “რწმენით” იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება”, — წერს მელია ფეისბუქგვერდზე.
მისი თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით, რომელიც ოქტომბერში დასრულდება.
“წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება”, — წერს მელია.