მთავარისიახლეებიეკონომიკალარი მყარდება , მაგრამ როდემდე?

ლარი მყარდება , მაგრამ როდემდე?

Published on

7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასვეე ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,137 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 1 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2,1 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7079 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით, ხოლო ევროსთან — 12,9 თეთრით არის გამყარებული.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა,ე სადაც ეროვნულმა ბბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 8 ივლისს შევა ძალაში

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...