,,დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა.”- წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე პუტინისტური ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე.
,,გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე! ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება.”