მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენი საპატრიარქო რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალია. ეკლესია დაღუპა პოლიტიკურმა გავლენამ და...

ჩვენი საპატრიარქო რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალია. ეკლესია დაღუპა პოლიტიკურმა გავლენამ და სიმდიდრემ

Published on

,,ჩვენ არ გვყავს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, ჩვენ გვყავს რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალი. -ამბობს  ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე.

უცნაური რამეა, შევხედოთ ამ პრორუსულ ჯგუფებს, დადიან ყველაზე ძვირადღირებული იაპონური და ევროპული მანქანებით, სარგებლობენ ბოლო მოდელის მობილურებით, სარგებლობენ ბოლო მოდელის დასავლური “გეი ევროპის” გადამცემებით, რომლითაც აკორექტირებენ და მართავენ სიტუაციას, შვილებს ასწავლიან “გეი ევროპის” უმაღლეს სასწავლებლებში, პატრიარქის ჩათვლით ყველა დადის “გეი ევროპის” სამკურნალო საავადმყოფოებში, ცხოვრობენ და სახლები აქვთ “გეი ევროპის” ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებში.

ანუ ამ ხალხს უნდა, რომ თავიანთი ოჯახები აცხოვრონ და თავიანთი შვილების მომავალი დაუკავშირონ “გეი ევროპას”, ოღონდ საქართველო უნდა იყოს რუსულ წუმპეში. ესეც, რომ იცოდეთ, გამიზნულად კეთდება. ამ ერთუჯრედიანებს ფულის შოვნის უნარი და საშუალება აქვთ მხოლოდ საქართველოში, შუბლზე ძარღვი არ უნდა გქონდეს, უნდა იყო თავხედი, ძარცვავდე ქვეყანას. ევროპაში ისინი ფულს ვერ იშოვიდნენ.

ხალხო, ეკლესია დაღუპა პოლიტიკურმა გავლენამ და სიმდიდრემ, რატომ? ვინ მიდის დღეს ეკლესიაში? – ეკლესიაში მიდის მორწმუნე ადამიანი, ოღონდ მორწმუნე ადამიანი, რომელიც სერიოზულად უყურებს ყველა წესს, რომლის დაცვასაც ითხოვს რელიგია, ყოყმანშია, შეძლებს კი იმ მძიმე წესების დაცვას, ამიტომ, სანამ წასულა ეკლესიაში მღვდლად, მონაზვნად, დიდხანს ებრძვის საკუთარ თავს, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ წავიდეს. ოღონდ, ვისაც ხიბლავს პოლიტიკური გავლენა და ფული, ესეც აქვს ხო ეკლესიას? – ისინი არც კი ყოყმანობენ. ამიტომ, დღეს ეკლესია გაივსო გაუნათლებელი, უწიგნური ადამიანებით, რომლებსაც ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული. ათი მცნება 100-დან 90 მღვდელს, არათუ თანმიმდევრობით, რადგან ამასაც აქვს მნიშვნელობა, არეულადაც არ ეცოდინება. 100-დან 90-ს კი არა, 100-დან 99-ს, რომ დარბის ჯვრით ხელში, ბიბლია წაკითხული არ აქვს, ათი მცნება არ იცის.

 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...