მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულ სპატიმრობა შეეფარდა

თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულ სპატიმრობა შეეფარდა

Published on

თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეეფარდა.სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და   სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა

დაჭრილი ტურისტის მკურნალობასლადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...