მთავარიUncategorizedხელისუფლებასთან გარიგებული ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ საქართველოდან განდევნონ ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები

ხელისუფლებასთან გარიგებული ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ საქართველოდან განდევნონ ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და საპატრიარქოში არსებული რუსული ძალები. პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს დავალებული ჰქონდათ, მედიის წარმომადგენლებზე ეძალადათ.

“ეს არის ხელისუფლებასთან გარიგებული ძალადობრივი ჯგუფები, ანაფორას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები, საპატრიარქოდან მათ შორის, ვინც ცდილობს საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები. ვინც ცდილობს, იმას რომ ყველანაირი ცივილიზებული ფორმა, ცივილიზაცია, რაც კი ჩვენის ქვეყანაში არსებობს, ამ ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. […] ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ორი ადამიანის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები არავინ არიან. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და საპატრიარქოში არსებული რუსული გავლენის ძალები”, — აღნიშნავს დეპუტატი.

 

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...