მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სახელმწიფო ყოველთვის  თქვენს გვერდით იქნება'' - ანრი ოხანაშვილი

,,სახელმწიფო ყოველთვის  თქვენს გვერდით იქნება” – ანრი ოხანაშვილი

Published on

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელებს, რომლებიც გუშინ, 5 ივლისს, პუტინისტების მიერ გამართულ აქციაზე მუშაობდნენ, “თითოეული ჟურნალისტის დასაცავად გაწეული შრომისთვის” მადლობას უხდის.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს პროპორციული სამართლებრივი რეაგირება ექნება.

“სახელმწიფო ყოველთვის  თქვენს გვერდით იქნება და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე. ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი თუ თითოეული მოქალაქე”. – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...