მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია: ხელისუფლება - ანტიდასავლური ჯგუფების ღია მოკავშირე

ოპოზიცია: ხელისუფლება – ანტიდასავლური ჯგუფების ღია მოკავშირე

Published on

“ივანიშვილის ხელისუფლებამ მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ”. – ოპოზიციური პარტიების ნაწილი 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, პრემიერმინისტრის განცხადება იყო დღის განმავლობაში მომხდარი მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია.

“დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან  ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის , ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.

შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს.   საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გაცდა ღირსების მარშის  პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა

დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.

სიმბოლურია რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში.  ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.

ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების  შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ  გამიჯვნა”. – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან თავისუფალი დემოკრატები, დროა, ევროპული საქართველო, ენმ, გირჩი- მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, პროგრესი და თავისუფლება, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, კანონი და სამართალი, სტრატეგია აღმაშენებელი, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სამართლიანობისთვის, გამარჯვებული საქართველო.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...