ალადაშვილის კლინიკის ექიმის თქმით, დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა ის სტაციონალურ მკურნალობას გადის.
უცხო ქვეყნის მოქალაქე გუშინ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზდაჭრეს. მას 3 ჭრილობა მიაყენეს გულმკერდის არეში მიიღო, რის გამოც გადაუდებელო ოპერაცია დასჭირდა.
.თვითმხილველის თქმით, დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ტურისტი საყურეს ატარებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.
უწყებაში ამბობენ, რომ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. მათ ძალადობრივი ჯგუფებმა ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი.
კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
თბილისი პრაიდის კვირეული , 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის აღარ ჩატარდება.