მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავამ პატრიარქ მიმართა: გრცხვენიდეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ

გიგი უგულავამ პატრიარქ მიმართა: გრცხვენიდეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ

Published on

გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოლიტიკოსი პირდაპირ წერს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე პუტინისტი რუსები დგანან, ხოლო საპატრიარქომ რუსთაველის გამზირი გოლგოთად აქცია.

რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს.

დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ. 

გრცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ
ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით:
“რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს”
“არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს”,
 – წერს უგულავა.

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...