მთავარისიახლეები10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია? - პარლამენტის სპიკერი 5...

10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია? – პარლამენტის სპიკერი 5 ივლისის ძალადობაზე

Published on

საქართველოს პქარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 6 ივლისის სხდომის დაწყების წინ პარლამენტში გამოეხმაურა 5 ივლისის ძალადობას, რომელიც, ძირითადად, მედიის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული. მისი თქ2მით, გაუგებარია, რა საერთო აქვს კაცობასთან იმას, რომ “ათი კაცი ერთს დასდევს”. კახა კუჭავას თქმით, რაც 5 ივლისს მოხდა, “სირცხვილი იყო და ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება”.

“საერთოდ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, – განაცხადა კახა კუჭავამ 6 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ. მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ძალადობა ხდება ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ”, თქვა მან და დაამატა, რომ ყველა მოძალადე იდენტიფიცირებული და დასჯილი უნდა იყოს.

“ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, წინასწარ დაანონსებული “თბილისი პრაიდის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქებისას 53 ჟურნალისტი და ოპერატორი სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. დღეს რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან/და ძალადობის მუხლით აღძრული არ არის.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...