მთავარისიახლეებისემეკმა "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

Published on

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტის გამო დააჯარიმა.

როგორც სემეკი განცხადებაში აღნიშნავს, 2024 წლის განმავლობაში, კომპანია თელასის სალიცენზიო არეალში, 11 740 წყვეტას ჰქონდა ადგილი, ხოლო ენერგო პრო ჯორჯიას შემთხვავში, 74 504-ს.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს თელასი და სს ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიების მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2024 წლის მაჩვენებლების 2023 წელთან შედარებით გაუარესება მიჩნეულ იქნა სემეკის ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად.

სემეკი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტების დინამიკაზე დაკვირვებასა და მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესაბამისად, სემეკის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის განსაზღვრის ინდექსები, მათ შორის, ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს “თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.

რაც შეეხება სს “ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული”. – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...