მთავარისიახლეებიმედიცინაავსტრიამ 5 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა გვაჩუქა

ავსტრიამ 5 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა გვაჩუქა

Published on

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად 5 000 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო.

“ავსტრიამ გვაჩუქა 5 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს”. – წერს კულუმბეგოვი.

2 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ის პირები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა მიიღოს, აცრას უახლოეს დღეებში შეძლებენ. მინისტრის თქმით, ეს დოზები ქვეყანაში დონაციის გზით უნდა შემოვიდეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა  ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...