მთავარისიახლეებისაზოგადოება“ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში“ - პროექტი ახალგაზრდებისთვის

“ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში“ – პროექტი ახალგაზრდებისთვის

Published on

პროექტი „ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში“ იწვევს ცვლილებებზე ორიენტირებულახალგაზრდებს ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, სენაკის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაივლიან ონლაინ ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები; არჩევნები და დემოკრატია; ადვოკატირება; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოების სტანდარტი, ადმინისტრაციული რესურსის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა.
დაგეგმილია ონლაინ შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ლიდერებთან.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 25 ახალგაზრდა.
პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება ქ. ზუგდიდში, 2021 წლის 31 აგვისტოს.
წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

პროექტი ხორციელდება,,ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ (#GEOYOUTH2021) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია POLIS180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...