მთავარისიახლეებისაზოგადოება„სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ - საქართველოს მოქალაქეებს აცრა ამ ვაქცინებით შეეძლებათ

„სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ – საქართველოს მოქალაქეებს აცრა ამ ვაქცინებით შეეძლებათ

Published on

ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება 4 ვაქცინით – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ადამიანებს ვაქცინაციაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

„ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაიყოფა, იქნება ბრიგადები, ვინც აცრის „ასტრაზენეკაზე“, ვინც აცრის „სინოვაკზე“ და ვინც აცრის „სინოფარმზე“ და „ფაიზერზე“. ანუ, ამ ზაფხულის განმავლობაში აცრები გვექნება 4 ვაქცინით – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. აცრებმა უნდა დაასრულოს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში, ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...