შესაძლოა, საქართველოში “მოცვის კრიზისი” დაიწყოს – რუსეთი შეზღუდვებს აწესებს

0
747

“კომერსანტი” აქვეყნებს სტატიას, სადაც აღწერილია საქართველოში მოსალოდნელი “მოცვის კრიზისის” შესახებ, რომელიც შეეხება იმ ფერმერებს, ვისაც მოსავალი აქვს, მაგრამ სამაცივრე მეურნეობები, სადაც მოცვის მოსავალს შეინახავენ, არ გააჩნიათ. როგორც “კომერსანტი” წერს, ისინი ლურჯი მოცვის მოსავალს მარნებში ინახავენ, ამ პირობებში კი შენახვის ვადა, მაქსიმუმ, ორი დღეა.

“კომერსანტი” აქვეყნებს მოცვის მწარმოებლებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისგან გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინების მოკლე შინაარსს, სადაც სწორედ რუსეთში შეტანილი მოცვის შესაძლო დამატებით კონტროლზეა საუბარი – ცნობილია, რომ რუსეთში შეტანილი მოცვის 90% სწორედ ქართული წარმოებისაა, ხოლო ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ქართული მოცვის შესახებ ჯერ არაფერი იციან.

ნათქვამია, რომ მოცვის მწარმოებლებისთვის შესაძლოა რუსეთის ფედერაციაში პროდუქციის გატანის პროცედურები გართულდეს, მოითხოვონ საქართველოში თავისი სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც სამაცივრე მეურნეობებსა და პლანტაციებს შეამოწმებენ.

მოცვის მწარმოებლები, რომლებსაც “კომერსანტი” ესაუბრა, გადამყიდველთა ნეგატიურ როლზეც ამახვილებენ ყურადღებას:

„2 კვირის წინ მოცვის გადამყიდველები 8 დოლარად ყიდულობდნენ ფერმერებისგან მოცვის მოსავალს. მერე უცებ მოხდა ფასის მკვეთრი ვარდნა. ეს გამოიწვია ე.წ. რუსეთის ფედერაციისგან ახალმა რეგულაციებმა, თუმცა ეს კანონი მანამდეც ჰქონდა ფედერაციას მიღებული უბრალოდ წერილობითი შეტყობინება გამოუგზავნეს ჩვენს მთავრობას. გადამყიდველები ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ ფერმერებთან, მათ იციან ფერმერის სუსტი წერტილი. შესანახი მაცივრები არ გვაქვს, სადაც შეუძლია ფერმერს მოსავალი შეინახოს. ჩვენს კომპანიას აქვს ეს მაცივრები, თუმცა ზოგ ფემერს უჩევნია 10 ჰექტარი გააშენოს და ადგილზე გაყიდოს მოცვი, სამაცივრე მეურნეობებზე არ ფიქრობენ. ადგილზე მოდის გადამყიდველი, გეუბება რომ პლანტაციას მთლიანად წაიღებს, მაგალითად, 5 დოლარად და ჰპირდებიან, რომ არ მიატოვენებენ ფერმერს რაც არ უნდა დავარდეს ფასი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მათაც მიატოვეს ფერმერები”, – ამბობს ბიზნესმენი გიორგი ზაქარაია “კომერსანტთან” საუბრისას.

 

წინა სტატია“ფეისბუქის” ახალი წესები: რისი დაწერა აღარ შეიძლება კოვიდზე
შემდეგი სტატია„სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ – საქართველოს მოქალაქეებს აცრა ამ ვაქცინებით შეეძლებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური