“ფეისბუქის” ახალი წესები: რისი დაწერა აღარ შეიძლება კოვიდზე

0
418

საიტი “ქართული მედია”, “ფეისბუქის” ოფიციალურ სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, სადაც აღწერს, რას ვერ დაწერს კოვიდ-19-ის შესახებ “ფეისბუქზე” ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი.

უფრო კონკრეტულად:

იკრძალება ყველა სტატუსი და კომენტარი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს:

კოვიდი ხელოვნურად შექმნეს/ლაბორატორიაში გამოყვანილი ვირუსია
კოვიდი დაავადება არაა ან პანდემია არაა, ან “კოვიდი არ არსებობს!”
კოვიდი გაცივებაზე საშიში არაა ან უბრალო გაცივება ან გრიპია
არავინ გარდაცვლილა კოვიდით
კოვიდი ნაწინასწარმეტყველები იყო
კოვიდის სიკვდილიანობა არ აღემატება სეზონური გრიპისას
კოვიდის ვაქცინა კლავს და სჯობს არ აიცრა ვიდრე ვაქცინამ მოგკლას
კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვს ხელოვნურად ბერავენ ან მიზეზს იტყუებიან (დასაშვებია მსჯელობა კონტექსტის ან დამატებითი ინფორმაციის მოხმობით)
კოვიდი გადააქვთ კოღოებსა და ბუზებს ან გრიპის აცრის გვერდითი ეფექტია
აიკრძალა ვაქცინების უარყოფა და მტკიცება რომ ვაქცინა კლავს ან/და მაინც არ შველის:

მტკიცება, რომ ვაქცინები რეალურად არ გამოუგონებიათ
ვაქცინა არაა დამტკიცებული გამოყენებისათვის ჯანმოს მიერ
ოფიციალურად მიღებული ვაქცინების გარდა რაიმე სხვა ნებისმიერი წამალი კურნავს
ვაქცინა სერიოზულად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას ან უტოვებს გვერდით ეფექტს
ვაქცინა იწვევს აუტიზმს ან სხვა ნებისმიერი სინდრომს, დაავადებას ან გართულებას
სჯობს იმუნიტეტი გამოიმუშაო კორონას გადატანით ვიდრე ვაქცინით.
აიკრძალა კოვიდისა და 5G ტექნოლოგიის ნებისმიერი გზით დაკავშირება:

სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა სინამდვილეში 5G დასაყენებლად მოიგონეს
კოვიდისგან გამოწვეული სიმპტომები სინამდვილეში 5G ანტენების გამოსხივებამ გამოიწვია
აიკრძალა ნიღბების მნიშვნელობის უარყოფა და მტკიცება რომ არ იცავს:

კომენტარები, სადაც ამტკიცებენ, რომ დისტანციის დაცვა არ მუშაობს კოვიდზე
ნიღბები მაინც არ იცავს/აზრი არ აქვს/სუნთქვას გვიშლის/ სული გვეხუთება
აკრძალულია დაწერა, რომ ექიმები ჯანმრთელ ადამიანებს არ ურჩევენ ნიღბის ტარებას!
აიკრძალა იმის მტკიცება, რომ ზოგიერთი ხალხი/ერი კოვიდისგან დაცულია და გენეტიკა ან ხალხური მედიცინა იცავს:

ზოგიერთი ხალხი/ჯგუფი იმუნიტეტს ატარებს კოვიდის მიმართ
რაიმე სახის აქტივობა ან მკურნალობა მოგანიჭებთ იმუნიტეტს
“იოდის დალევა კურნავს კორონას!”
“ნივრის მიღება შველის!”
“ვიტამინი C ან D მიიღეთ დღეში ორჯერ და არ დაგემართებათ!”
“ნაკურთხი წყლის პკურება გვიცავს კოვიდისგან”
ზოგიერთ ამინდში ან ადგილზე ან ქვეყანაში კოვიდი არ გადაეცემა
“ახალგაზრდებს კოვიდი არ კლავს!” ან “მოხუცებს იმუნიტეტი აქვთ კოვიდზე!”
იკრძალება ნებისმიერი წამლის, ბალახის, მალამოს ან საკვების შეთავაზება, მიღებისკენ მოწოდება, რჩევა, მითითება ან დაპირება ან ასეთი მასალის გაზიარება
როგორ აღსრულდება ეს წესები ფეისბუქზე?

ნებისმიერი ჯგუფი, სადაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია გავრცელდება აიკრძალება და დაიხურება ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ.
დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდება საჩივრები, რომლებიც კოვიდის შესახებ ცრუ ინფორმაციის შესახებ იუწყებიან.
თუ თქვენი მეგობრების კედლებზე ან ჯგუფებში ან სტატუსზე დაწერთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციით მიღებულ ამ პოლიტიკას და თუ ამას ვინმე გაასაჩივრებს, თქვენი ჯგუფი/გვერდი ან ქსელი წაიშლება, ხოლო მომხმარებელს შეიძლება შეეზღუდოს წვდომა ფეისბუქზე.
არ წაიშლება ცხადად გამოკვეთილი იუმორი ან სატირა რომელიც ამ თემას ეხება.
არ წაიშლება პირადი გამოცდილების გაზიარება ან ამბის მოყოლა თუ ეს მონაყოლი საფრთხეს არ უქმნის ამ წესებს.
როგორ პოულობს ფბ დამრღვევებს: ტექნოლოგიები, ადამიანი-მიმომხილველები, ან მომხმარებლების მიერ გასაჩივრებული სტატუსები.

წინა სტატიაძროხების “პროტესტი” სენაკში – ადგილობრივებმა უჩვეულო აქცია გამართეს [Video]
შემდეგი სტატიაშესაძლოა, საქართველოში “მოცვის კრიზისი” დაიწყოს – რუსეთი შეზღუდვებს აწესებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური