ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან მეორე დღეს, 2 ივლისს, კორონავირუსი დაუდასტურდა 30 აბიტურიენტს, ხოლო 1 ივლისს ინფიცირებულთა რიცხვი 20 იყო. ჯამში სულ 50 აბიტურიენტია კორონავირუსით ინფიცირებული.
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ავრცელებს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესიები დაინიშნება და ისინი გამოცდების ჩაბარებას მაინც შეძლებენ.
წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.