საქართველო ეპიდუსაფრთხო ქვეყნების ევროკავშირის სიაში ისევ ვერ მოხვდა

0
231

ევროკავშირმა განაახლა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ.

ევროკავშირის საბჭო უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიას ორ კვირაში ერთხელ აახლებს. 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სიას შემდეგი 11 ქვეყანა დაემატა:
სომხეთი
აზერბაიჯანი
ბოსნია და ჰერცოგოვინა
ბრუნეი
კანადა
იორდანია
კოსოვო
მოლდოვა
მონტენეგრო
კატარი
საუდის არაბეთი
schengenvisainfo-ს ცნობით, 11-ივე ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება.
worldometers-ის მონაცემებით, სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 128 შემთხვევა დაფიქსირდა და არავინ გარდაცვლილა, ხოლო აზერბაიჯანში 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა საქართველო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან 2020 წლის ოქტომბერში ამოიღო.

წინა სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დიდი შვიდეულის (G-7) ელჩებს უმასპინძლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური