მთავარისიახლეებიროგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ - თინა ხიდაშელი

როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ – თინა ხიდაშელი

Published on

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი და პოსტკოვიდური გართულებები გადაიტანა, ამჟამად გერმანიაში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსს გადის. ამის შესახებ თავად ხიდაშელმა დაწერა და იმედი გამოთქვა, რომ მალე სიარულსაც შეძლებს.

“კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს”, – წერს თინა ხიდაშელი “ფეისბუქზე”.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...