მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალკაში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ (video)

წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ (video)

Published on

წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ “პირველების” რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.

“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი სოფელ წინწყაროში მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და “ტვ პირველის” ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.

ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში პირდაპირ ჩანს, როგორ ემუქრება გამგებლის ბიძა იმ ადამიანებს, რომლებიც მიტაცებული მიწის დაბრუნებას ითხოვენ.
გოჩა აფრასიძე ადგილობრივი ფეოდალია. წალკის მოსახლეობა პირად საუბრებში არ მალავს, რომ ეს უკანასკნელი “ქართულ ოცნებას” ხმების მობილიზებაში სხვადასხვა მეთოდებით ეხმარება და შესაბამისად, ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.
ადგილობრივების განცხადებით, მთელი სოფელი აფრასიძეებმა მიიტაცეს. მათ შორის ადმინისტრაციული შენობები.
ტვ პირველის რეპორტიორი, ნინო ელიკაშვილი, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, მოძალადე მამაკაცი კი პოლიციას არ დაუკავებია.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/6106-tavdaskhma-tv-pirvelis-gadamgeb-jgupze-jurnalists-gamgeblis-bidza-pizikurad

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...