მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან კომენდანტის საათი უქმდება

დღეიდან კომენდანტის საათი უქმდება

Published on

დღეიდან, 30 ივნისიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან გაუქმდება. კომენდანტის საათი საქართველოში 8 თვეა მოქმედებს.ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. ამას კი, მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებდა. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.

2020 წლის 9 ნოემბერს კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ.

მთავრობამ გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მიეცათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა – დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს და კომენდანტის საათიც არაერთხელ დაარღვიეს, “ოცნების” ხელისუფლებას მისი მოხსნა არ უჩქარია – მან მხოლოდ შეზღუდვის დრო შეამცირა – ჯერ 21:00-დან 23:00-მდე გადაწია, შემდეგ კი 05:00-დან 04:00-მდე შეამცირა. შესაბამისად, ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 23:00-დან 04:00 საათამდე ჰქონდათ აკრძალული.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...