მთავარიUncategorizedკომენდანტის საათს არ დაელოდნენ - ზუგდიდის სკვერიდან სამი სკამი დღისით მოიპარეს

კომენდანტის საათს არ დაელოდნენ – ზუგდიდის სკვერიდან სამი სკამი დღისით მოიპარეს

Published on

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა სკვერიდან სამი სკამი მოიპარეს. შემთხვევა დღეს მოხედა, თუმცა, დაკავებული არავინაა. ასევე, დაუდგენელია, ამოიღო თუ არა პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, უცნობია, იყო თუ არა საერთოდ, ჩართული ის რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლებიც ქურდობის ადგილის შორიახლოსაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, ზუგდოდში ვეტერანთა სკვერი 2019 წლის ივნისში, სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის იმდროინდელმა მერმა გეგა შენგელიამ გახსნეს.

“თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ქვია ვეტერანთა პარკი, ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის”-თქვა მაშინ გეგა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ძარცვის ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
აქვე გეტყვით, რომ ვეტერანთა სკვერის კეთილოწყობისთვის, საერთო ჯამში, 252 581 გამოიყო.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...