მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: "დღეს იცით, რა ვაქცინებია დარჩენილი და რით იცრება საქართველოში ხალხი?

გიორგი გახარია: “დღეს იცით, რა ვაქცინებია დარჩენილი და რით იცრება საქართველოში ხალხი?

Published on

“დღეს იცით, რა ვაქცინებია დარჩენილი და რა ვაქცინებით იცრება საქართველოში ხალხი? აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე ჯერ კიდევ იმ ვაქცინებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა. ეს გავაკეთე, უფრო მეტს გავაკეთებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე მე და თქვენ უნდა ვილაპარაკოთ, — განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ყოფილ პრემიერს ჰკითხეს, რა გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობის აცრა შესაძლებელი ყოფილიყო. როგორც გახარია ამბობს, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც COVAX-ისგან ვაქცინა მიიღო და რომელმაც მწარმოებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყო. ჟურნალისტმა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მაგალითი მოიყვანა, რომელიც პირადად იყო ჩართული ვაქცინის მოპოვებაში, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ისიც ასე იქცეოდა.

ამასთან, მან ქართულ ოცნებას ვაქცინაციის პროცესში წარმატებები უსურვა და თქვა, რომ ეს საკითხი ზეპარტიულია.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...