მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილისა და გახარიას კონსპირაციული შეხვედრა სისულელეა და არვინ დაიჯერებს

სააკაშვილისა და გახარიას კონსპირაციული შეხვედრა სისულელეა და არვინ დაიჯერებს

Published on

სააკაშვილისა და გახარიას კონსპირაციული შეხვედრა არის სისულელე და ამას არავინ დაიჯერებს. -აცხადებს ექპერტი გია ნოდია კვირის პალიტრასთან საუბარში . პირველ რიგში, იმიტომ არავინ დაიჯერებს, რომ “ქართული ოცნება” გამუდმებით იგონებს მსგავს სისულელეებს. დღეს მათი მთავარი გზავნილია, რომ თითქოს გახარია სააკაშვილის პროექტია. არადა, ხალხი ფიქრობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. “ოცნება” წარუმატებლად ცდილობს ამ ფორმულის შემოტრიალებას. უკვე არაერთხელ გაავრცელეს ამბები, რომლებიც მერე არ დასტურდება.

– ნახეთ, გახარია როგორ დისტანცირდება არამხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისგან”, არამედ – მთელი ოპოზიციისგან. მისი გზავნილები, ტონი და შინაარსიც სრულიად განსხვავდება დანარჩენი ოპოზიციისგან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გახარიას “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე აქვს გათვლა გაკეთებული. ამას მშვენივრად ხვდება მმართველი გუნდი, რეალურ საფრთხესაც ხედავს და ახლა ცდილობენ, საკუთარ ამომრჩეველს უთხრან – შენ რომ გგონია, გახარიას შენს საძულველ “ნაციონალებთან” კავშირი არ აქვს, სინამდვილეში სააკაშვილთან თანამშრომლობს. მცირე ნაწილმა შესაძლოა კიდეც დაიჯეროს ეს ზღაპარი, მაგრამ არ მგონია, ამან შედეგი მოიტანოს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მანქანა გებელსის მეთოდით მუშაობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ ერთსა და იმავე სისულელეს ბევრჯერ იტყვი, ხალხი ბოლოს მაინც დაიჯერებს.

ცნობისთვის, “რუსთავი 2”- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში, ერთ-ერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა. გახარიას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. “ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ მაქვს”, – აცხადებს გახარია.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...