Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარიას მიმართ გამოკითხულთა 57% დადებითადაა განწყობილი, 50% კახა კალაძის, ხოლო 47% ნიკა მელიას მიმართ.

0
416

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგი ასეთია:გიორგი გახარიას მიმართ გამოკითხულთა 57% დადებითადაა განწყობილი, 50%- კახა კალაძის მიმართ, ხოლო 47% ნიკა – მელიას მიმართ. ამასთან, 43%-ს დადებითი განწყობა აქვს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 38%-ით მოსდევს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38%-ია დადებითად განწყობილი მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და პარტია ხალიხსითვის ლიდერის, ანა დოლიძის მიმართაც.

დანარჩენი მონაცემები  ასე გადანაწილდა:

  • მიხეილ სააკაშვილი — 36% (დადებითი); 64% (უარყოფითი);
  • ელენე ხოტარია — 34% (დადებითი); 66% (უარყოფითი);
  • შალვა ნათელაშვილი — 34% (დადებითი); 66% (უარყოფითი);
  • ხატია დეკანოიძე — 33% (დადებითი); 67% (უარყოფითი);
  • არჩილ თალაკვაძე — 33% (დადებითი); 67% (უარყოფითი);
  • ანა ნაცვლიშვილი — 33% (დადებითი); 67% (უარყოფითი);
  • ალეკო ელისაშვილი — 33% (დადებითი); 67% (უარყოფითი);
  • სალომე ზურაბიშვილი — 30% (დადებითი); 70% (უარყოფითი);
  • ირაკლი კობახიძე — 29% (დადებითი); 71% (უარყოფითი);
  • მამუკა ხაზარაძე — 28% (დადებითი); 72% (უარყოფითი);
  • სალომე სამადაშვილი — 27% (დადებითი); 73% (უარყოფითი);
  • ბადრი ჯაფარიძე — 26% (დადებითი); 74% (უარყოფითი);
  • ზურაბ ჯაფარიძე — 26% (დადებითი); 74% (უარყოფითი);
  • ნინო ბურჯანაძე — 24% (დადებითი); 76% (უარყოფითი);
  • ირმა ინაშვილი — 24% (დადებითი); 76% (უარყოფითი);
  • კახა კუჭავა — 22% (დადებითი); 78% (უარყოფითი);
  • საბა ბუაძე — 19% (დადებითი); 81% (უარყოფითი);
  • გიგა ბოკერია — 18% (დადებითი); 82% (უარყოფითი);

ფორმულას განცხადებით, კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა და პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და ზევით ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 თბილისის გარეთ.  შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 

წინა სტატიაEdison Research: დღეს რომ მერის არჩევნები იყოს, 34% ოპოზიციის, 30% “ოცნების”, 13% გახარიას პარტიის კანდიდატს მისცემდა ხმას
შემდეგი სტატიასამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური