მთავარისიახლეებიპოლიტიკაEdison Research: დღეს რომ მერის არჩევნები იყოს, 34% ოპოზიციის, 30% "ოცნების", 13%...

Edison Research: დღეს რომ მერის არჩევნები იყოს, 34% ოპოზიციის, 30% “ოცნების”, 13% გახარიას პარტიის კანდიდატს მისცემდა ხმას

Published on

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე — “დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ამ არჩევანის შემთხვევაში?” გამოკითხულთა 34% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ასახელებს, 30% — ქართულ ოცნებას, ხოლო 13% გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის კანდიდატს.

სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • არცერთი — 7%;
  • არ ვიცი — 16%.

გარდა ამისა, ფორმულას ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს. პასუხები ასე განაწილდა:

  • კახა კალაძე — 32%;
  • ნიკა მელია — 17%;
  • გიორგი გახარია — 15%
  • კახა კალაძე — 39%;
  • გიორგი გახარია — 21%;
  • ელენე ხოშტარია — 12%

ფორმულას განცხადებით, კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა და პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და ზევით ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 თბილისის გარეთ.  შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...