ცნობილი ზუგდიდელი ბიზნესმენი და მეცენატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს.
“ოდიშნიუსის” ინფორმაციით, ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილი აქვს, კენჭი იყაროს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ზვიად სიჭინავას პარტიული კანდიდატურის წამოყენება და საკუთარი პოლიტიკური რესურსით მხარდაჭერა შესთავაზა ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, თუმცა, სიჭინავამ მას უარი განუცხადა.
შეგახსენებთ, ზვიად სიჭინავა უკვე იყრიდა კენჭს ზუგდიდის მერის არჩევით პოზიციაზე, მაგრამ დამარცხდა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავას სახელს ზუგდიდში არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება – ბოტანიკური ბაღის გაწმენდა, ბოტანიკური ბაღის აუზისთვის გედების ჩამოყვანა, საფეხბურთო კლუბი “ბაია”, საწვრთნელი და საცხოვრებელი ბაზა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა და სხვ.