გაერთიანება “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მძიმე მდგომარეობაშია – ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის სასწრაფოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაშია გადაყვანილი, დამატებითი დეტალები ამ დრომდე არაა გახმაურებული.
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ლევან ვასაძე გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება.
მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოდან თურქეთში უნდა გადაფრენილიყო.
ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ის მოწამლეს.
გავრცელებულ ინფორმაციას ლევან ვასაძის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესების შესახებ “ერის” პრესსამსახურში უარყოფენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ის კლინიკაში მხოლოდ ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდეს.