მთავარისიახლეებიკორუფცია საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებში და ქრთამები - DRI ენგურის ხიდზე არსებული...

კორუფცია საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებში და ქრთამები – DRI ენგურის ხიდზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა

Published on

კორუფცია საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებში და ქრთამები, რომლის საშუალებითაც ოკუპანტები მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებიან – ენგურის ხიდზე არსებული მდგომარეობით DRI დაინტერესდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ პირთა ასაკობრივი ზღვარი, რომელთაც ენგურის ხიდზე მოძრაობა ეკრძალებათ, რაც პოტენციურ ქრთამის გამცემთა რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ენგურის ხიდის გადალახვა და ნებისმიერი ტვირთის, მათ შორის, აკრძალული საქონლის გადატანა-გადმოტანა ქრთამის სანაცვლოდ – 2000-3000 რუსულ რუბლადაა შესაძლებელი.

​DRI-ის ინფორმაციით, გალის მცხოვრებმა ფარულად გადაიღო ე.წ. საზღვარზე ქრთამის გადაცემის ფაქტი და ინტერნეტით გაავრცელა. ამ რეალობის სააშკარაოზე გამოტანას მოქალაქეების საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აქციის შედეგად, გალის რეგიონის ადმინისტრაცია ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა, ერთადერთი “საშეღავათო” ცვლილება ისაა, რომ “მესაზღვრეები” 3000-ის ნაცვლად 2000 რუსულ რუბლს იღებენ ქრთამად.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს აღნიშნული “რეგულაციების” მძიმე ეფექტი მოსახლეობაზე.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...