მთავარისიახლეებიპოლიტიკაკადიროვი ისევ უმიზნებს საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას, მაგრამ ნაკლებად იმედიანად

კადიროვი ისევ უმიზნებს საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას, მაგრამ ნაკლებად იმედიანად

Published on

„ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, განვიხილავთ. თუ იქნება უზენაესის ნება, აუცილებლად ავაშენებთ“, – განაცხადა რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური ინსტაგრამის არხით პირდაპირ ეთერში საუბრის დროს..

როგორც რამზან კადიროვის სიტყვებიდან ჩანს, მას საკუთარი ძალებით ამ პროექტის განხორციელების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ადრე იგი უფრო დამაჯერებლად ლაპარაკობდა საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის აუცილებლობაზედა ხშირად ახსენებდა ამ საკითხს.

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის აღდგენის სურვილი პირველად ხმამაღლა 2014 წელს გამოთქვა.„ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ როგორც საავტომობილო გზა, ისე რკინიგზა. ამჟამად ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა 7 წლის წინ ყველასთვის მოულოდნელად რამზან კადიროვმა.მისი განცხადება მაშინ მოულოდნელიც იყო და უაპელაციოც.

შემდეგ იგივე განმეორდა 2019 წელს, როდესაცგზის მშენებლობა-აღდგენას რამზან კადიროვმა „დროის საქმე“ უწოდა.

2019 წელს თავის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობის მიზანშეწონილობაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც.

საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს აგებულ გზაზე, რომელიც სოფელ იტუმ-კალედან იწყება და არღუნის ხეობის გავლით ჩეჩნეთს საქართველოსთან უმოკლეს დროში აკავშირებს, მაგრამ ძველი გზა დღევანდელი მდგომარეობით გამოუსადეგარია და აღდგენას საჭიროებს. გზის აღდგენა ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან უხვად ფინანსდება, მართლაც არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას. მაგრამ, როგორცჩანს, რაღაც შეიცვალა.

არადა, გარესამყაროსთან, ანუ საქართველოს გავლით თურქეთსა და შემდეგ ევროპასთან, დაკავშირება – ჩეჩნეთის დღევანდელი პრომოსკოვური ხელისუფლების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი მოცანაა.

თბილისის პოზიცია ამ საკითხში ცაალსახაა – ჩეჩნეთთან ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებით დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებაც, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩრდილოეთიდან მომდინარე სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ასეთი პროექტის რეალიზება არ განიხილება.- აცხადებენ საქართველოს საგარო საქმეთა უწყებაში

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...