მთავარისიახლეებიირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძე მეგრულად გალანძღა და "ჩიჩიე" უწოდა

ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძე მეგრულად გალანძღა და “ჩიჩიე” უწოდა

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ შეეხმიანა და მეგრულად გალანძღა. მან გიორგი ვაშაძეს “ჩიჩიე” (მხდალი, ლაჩარი) უწოდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ვაშაძემ სხდომაზე ხუთი პენსიონერი მიიყვანა, ხოლო ხელისუფლების საპენსიო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. გიორგი ვაშაძის კრიტიკის ობიექტი თბილისის მერი კახა კალაძეც იყო.

“ჭიჭე ვაშაძე, ჯუნიორი… რა დავარქვა… ჩიჩიე ვაშაძე… იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად, ითხოვს ტიპი, ითხოვს, ითხოვს, მეტი არაფერი… პენისონერების თემაზე გუშინ 5 ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა. მადლობა სიმართლისთვის, ამ პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა კახა კალაძეს ეცა”, — თქვა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის მისამართით.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...