მთავარისიახლეებიბავშვს, ვისაც რკინის საქანელა დაეცა, გამგეობა ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობა კი შეაკეთა

ბავშვს, ვისაც რკინის საქანელა დაეცა, გამგეობა ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობა კი შეაკეთა

Published on

გლდანში, საბავშვო პარკში მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ბავშვს დაზიანებული საქანელის ნაწილი ფეხზე დაეცა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, თბილისში მცხოვრები მოქალაქე “ფეისბუქის” დახურულ ჯგუფში წერს და გლდანის გამგეობასა და თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მოქალაქის თქმით, მის შვილს დაახლოებით 400 კგ-იანი რკინის საქანელა ფეხზე მაშინ დაეცა, როცა იქვე ახლოს თამაშობდა. ის წერს, რომ ბავშვს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, გამგეობამ კი საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამაგიეროდ, დაზიანებული საქანელა შეაკეთა.

“სიტუაცია ასეთია: ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ “გაკეთებული” რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კგიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა!!! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში. მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს!!! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში?? ველოდები რეაგირებას!!! “, – წერს მოქალაქე დახურულ ჯგუფში.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...