მთავარისიახლეები76 მილიონი ლარის კოვიდჯარიმა ანულირებულია - ნახეთ, ვის გაუუქმდა სახდელები

76 მილიონი ლარის კოვიდჯარიმა ანულირებულია – ნახეთ, ვის გაუუქმდა სახდელები

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიული პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

„მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი ძალიან რთული იყო და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ჩვენს პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...