შს მინისტრმა ვახტანტგ გომელაურმა “გაუგონარი სიცრუე” და “სასაცილო” უწოდა გავრცელებუოლ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს წარსულში ერგნეთთან იყო დაკავებული კონტრაბანდის გამო და ცხინვალის ციხეში იხდიდა სასჯელს:
“ციხესთან კი არა, ცხინვალში არ ვარ ნამყოფი საერთოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი, არც ბავშვობაში და არც მერე არ ვყოფილვარ იქ და ეს ამბები როცა ხდებოდა – ერტგნეთის ბაზრობა როცა იყო აქტუალური, მე ვიყავი 19 წლის ჯარისკაცი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ 19 წლის ჯარისკაცი ალაგებდა იქ კონტრაბანდას? მაგ დროს მე ვმუშაობდი ბატონ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვაში, გარე დაცვაში ვიყავი, არც ხელმძღვანელი და რამე, რიგითი ჯარისკაცი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, “მთავარ არხს” დაუკავშირდა პირი, რომელმაც დეტალურად მოყვა, როგორ აცილებდა მაშინდელი რიგითი ძალოვანი უკანონოდ შემოსულ ტვირთებს. არხის ინფორმაციით, წყარომ აცნობა, რომ სეპარატისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა ერთ შემთხვევაში მომავალი მინისტრის დაპატიმრებით დასრულდა, იმის გამო, რომ მხარეებმა კონტრაბანდიდან მიღებული ფული ვერ გაიყვეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მათ იპოვეს პირი, რომელმაც ცხინვალის ციხიდან ვახტანგ გომელაური გამოიყვანა.