მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა

Published on

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ გამორჩეულ კურსდამთავრებულს და ცნობილ ენათმეცნიერს ემშვიდობება.

გუჩა კვარაცხელია იყო სამაგალითო ადამიანი. ფასდაუდებელია მის მოღვაწეობა ქართულ მეცნიერებაში – მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში. არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა მომავალი თაობისთვის.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო.

უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს,” – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...