მთავარისიახლეებირას აპირებენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები - ულტიმატუმი და საპროტესტო აქცია იგოეთთან

რას აპირებენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები – ულტიმატუმი და საპროტესტო აქცია იგოეთთან

Published on

ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ზოლის გასდაკვეთა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე ქვემო ჭალაში ჩავიდნენ და ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მანამდე ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ გადაკვეთავს საოკუპაციო ზოლს, რათა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავონ და იმავე ციხეში ჩასვან, სადაც სასჯელს მისი შვილი იხდის.

სასულიერო პირების სტუმრობის შემდეგ ზაზა გახელაძის მამა ამბობს, რომ “უწმინდესის პატივისცემით” აღარ გადავა საოკუპაციო ზოლს მიღმა. ამასთან, მიტროპოლიტებმა გახელაძის ოჯახს უთხრეს, რომ ზაზას გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს, რათა მან შუამდგომლობით მიმართოს სასაზღვრო ძალებს.

„მთელმა ოჯახმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ ძალზედ გულთან მიიტანა ეს ამბავი, გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი (წერილი უკვე მზად არის და გადაიგზავნება) რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რათა მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთს ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ.

ამის თაობაზე ჩვენ, მეუფე დამიანესთან ერთად, ვესაუბრეთ ოჯახს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით ამ მოთხოვნას რა შედეგი მოჰყვება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დაველოდებით პასუხს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

 

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, თბილისიდან ქვემო ჭალაში ჩადიან ანტიოკუპაციური მოძრაობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები, ხოლო იქედან, გახელაძის ოჯახის წვერებთან ერთად აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ იგოეთის პოლიციისკენ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ხელისუფლებას ერთთვიან ვადას აძლევენ, რათა ქმედითი ნაბიჯები გადადგან უკანონოდ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გამოსახსნელად.

ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...