მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ: ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხებამ, შესაძლოა, აშშ-ს დახმარება კითხვის წინაშე დააყენოს

აშშ: ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხებამ, შესაძლოა, აშშ-ს დახმარება კითხვის წინაშე დააყენოს

Published on

აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინეს .რეზოლუცია ათი პუნქტისგან შედგება

,,აშშ-ს სენატი საქართველოს ყველა პარტიას  მოუწოდებს, შეასრულონ 19 აპრილს  საქართველოში  ევროკავშირისა და აშშ-ს მეედიაცით მიღწეული შეთანხმება

 მოუწოდებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და სხვა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და მოუწოდებს ყველა პარტიას, კეთილსინდისიერად ითანამშროლონ სხვა პარტიებთან, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება

 მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ქართული ოცნების კოალიციის თაოსნობით, დაიწყოს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ [სასამართლო] არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები

 მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების სრული მიღებითა და გატარებით, რათა გადაიჭრას პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავიდან იყოს აცილებული ასეთი კრიზისის გამეორება.

ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის სრული იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რომელიც უნდა დაინერგოს 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელიც უნდა ჩატარდეს ისე, რომ წარმოადგენდეს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ხოლო ზედამხედველობა უნდა მოხდეს ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.

 აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დათესოს ქაოსი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესის გაძლიერების შეფერხება შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების ასრულების და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების მიღების წინაპირობების დაწესება

 გამოხატავს მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობისთვის, მოიძიოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა გაზარდოს ვაჭრობა და ინვესტიციები აშშ-სა და საქართველოს შორის და გააუმჯობესოს ვაჭრობა და ინვესტიციები კავკასიის რეგიონში, იმ პირობით, რომ 19 აპრილის შეთანხმების ყველა კომპონენტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

 ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას უჭერს მხარს,  მმართველი ინსტიტუციებით, რომლებიც აჩვენებს ინტეგრირებულობის და პროფესიონალიზმის, ძალაუფლების დანაწილების, კანონის წინაშე თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის უნარს, დაძლიოს რუსული და სხვა ავი გავლენები და ასევე უნარს, მიაღწიოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”. – ნათქვამია  რეზოლუციაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...