მთავარისიახლეებიარც მომლოცველები, არც ვიზიტორები - გელათი დაკეტილია

არც მომლოცველები, არც ვიზიტორები – გელათი დაკეტილია

Published on

მე-12 საუკუნის უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, მეორე იერუსალიმად წოდებული გელათი დაკეტილია როგორც მორწმუნეებისთვის, ასევე სხვა ვიზიტორებისთვის – მიზეზი იუნესკოს უცხოელ სპეციალისტთა ჯგუფია, რომელიც გელათის ტერიტორიაზე მუშაობას იწყებს, რათა ფრესკების დაზიანების ხარისხი შეისწავლოს და დასახოს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის გზები.

გელათის დაკეტვამ უკმაყოფილება გამოიწვია იმ მოქალაქეებში, რომლებმაც წინასწარ არაფერი იცოდნენ მონასტრის დაკეტვის შესახებ და მოსალოცად სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ:

“ტყიბულიდან ჩამოვედით, ბავშვები გვყავს ჩამოყვანილი, გვინდოდა, გელათი მოგველოცა და ტაძარს ვინ დაეძებს, ეზოშიც კი არ გვიშვებენ”, – ამბობს ტყიბულელი კაცი.

“როგორ შეიძლება ტაძრის კარის და ეზოს კარის დაკეტვა, შვილო, ექსპერტებმა შიგნით იმუშაონ, თუ რტამეა, ტაძრის ეზოში და ტაძარში კი უნდა შეგვიშვან”, – ამბობს ხანშიშესული ქალი, რომელიც ტაძარში არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყო, თუმცა, სამუშაოები იმდენად უხარისხოდ ჩატარდა, რომ სახურავიდან წყალმა გაჟონა და უნიკალური ფრესკები დააზიანა.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...