მთავარისიახლეებირა შეზღუდვები რჩება კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად - სრული სია

რა შეზღუდვები რჩება კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად – სრული სია

Published on

კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად, საქართველოს მასშტაბით რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ – გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მიიღეს.

“ერთი შეზღუდვა რაც რჩება ეს არის რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე, 12 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს, სასტუმროს, რესტორნებს და სხვა” – აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

ამასთან, შეზღუდვა რჩება: დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ისევ სავალდებულოა, სავალდებულოა ასევე, დისტანციის დაცვა. პირბადის ტარება სავალდებული იქნება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ტაქსით გადაადგილებისას.

შეგახსენებთ, 1 ივლისიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება, ხოლო პირბადის ტარება ღია სივრცეში უკვე დღეიდან სავალდებულო არ არის.

ამის მიუხედევად, პირბადესთან დაკავშირებით მხოლოდ ტარების ვალდებულებაა მოხსნილი: როგორც სპეციალისტები ამბობენ, პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდირებულია.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...