მთავარისიახლეებიპოლიტიკაოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით - კელი დეგნანი

ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით – კელი დეგნანი

Published on

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, ყველა ელოდება, რომ მომავალი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და მისი შედეგების მიმართ მაღალი ნდობა იქნება.

„მოგეხსენებათ, ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ყველას მოლოდინია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, პრობლემების გარეშე და მისი შედეგების მიმართ უნდა ჰქონდეს ნდობა მოსახლეობას. პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშავეს ამ საკითხზე, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის აღნიშნული საარჩევნო საკითხები გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნების პერიოდში ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც მეტი სარგებლის მომტანი საარჩევნო პროცესისთვის და მასში ნაკლები იყოს სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ტყუილი. სოციალურ მედიაში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს პარტიის პლატფორმებისა და გეგმების შესახებ”, – განაცხადა დეგნანმა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...