შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მოსკოვში მიემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ქართულ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, “ფეისბუქზე” გამოთქვამს გულისწყრომას იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრს, მოსკოვში დაგეგმილი გასტროლების გამო “უჩმახებენ”.
რაც შეეხება დასისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს, თეატრის დირექტორი ამბობს, რომ მოსკოვში “სალაპარაკო და განსახილველია, რა და როგორ უნდა იყოს, ლანძღვითა და გინებით არაფერი გვარდება”, – ამბობს გია თევზაძე.
“რუსი მაყურებლის იმედი გვაქვს, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა, უყვარს განხილვა” – ამბობს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი.
რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრების გეგმას უარყოფითად აფასებენ პოლიტიკოსები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად,