მთავარისიახლეებიმყინვარწვერზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

მყინვარწვერზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

Published on

მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4.500 მეტრის სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რომელსაც კიდურის მოტეხილობა ჰქონდა, მაშველებმა გადაარჩინეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...