მთავარისიახლეები"მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა, ჩემთვის მკვდარია" - ბადრი ესებუას...

“მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა, ჩემთვის მკვდარია” – ბადრი ესებუას მამა

Published on

“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და ცარცვაში ბრალდებული, ძებნილი ბადრი ესებუას მამა “კვირის პალიტრასთან” საუბარში ამბობს, რომ უგზო-უკვლოდ გამქრალ ბადრი ესებუიაზე მეტად მეორე შვილზე, ბიძინაზე ნერვიულობს, რომელიც უდანაშაულოა და ციხეში ძმის გამო ზის, თანაც ისე, რომ პროტესტს აგრძელებს.

მისივე თქმით, ბიძინა ესებუა მძევალია, რაც შეეხება ბადრის, მამა ამბობს, რომ ის მისთვის მკვდარია და მისი არაფერი აინტერესებს:

“სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში… ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ – ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით… ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!” – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ტარიელ ესებუა.

ზუგდიდში, თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

ბანკში შეჭრილი ესებუა პირველად კონტაქტზე “მთავარი არხის” საშუალებით გამოვიდა. მან ერთერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას აიძულა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან დაერეკა, რათა საკუთარი მოთხოვნები გაეხმოვანებინა. სწორედ “მთავარის” ეთერიდან გახდა ცნობილი, რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენსა და უსაფრთხოებას ითხოვდა.

მალევე ნიკა გვარამიამ განმარტა, როგორ გამოვიდა ხაზზე თავდამსხმელი და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.

21 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბანკში სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ფულით სავსე ჩანთა მიუტანა.

პირველი კადრები, როცა თავდამსხმელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო, პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა. აქედან ზუსტად 9 წუთში “საქართველოს ბანკის” შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.

სოფელ კირცხთან ბადრი ესებუა მანქანიდან გადავიდა და დაუბრკოლებლად მიიმალა. პოლიცია მას სწორედ იმ დროიდან ეძებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...