ვენეციის კომისიის რეკომენდაციას მმართველი გუნდი პოზიიტურად აფასებს.
“ეს არის პოზიტიური დასკვნა. ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო პირველ რიგში ხაზს უსვამს იმაზე, რომ მათ, ვინც არ მიღეს მონაწილეობა, ჩაერთონ ამ ეტაპზე მაინც. ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია რომ განხილული იქნას და გათვალისწინებული”, — განაცხადა აპრლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.ანრი ოხანაშვილი კი აღნიშნავს, რომ დასკვნაში არ არის ისეთი შეთავაზებები, რომელიც ფუნდამენტურად გამოიწვევს ამ პროექტის გადასინჯვას
ოპოზიცია დასკვნას კრიტიკულად აფასებს.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკურად გაუსწორდეს კონკრეტულ პარტიებს.
“სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც უნდოდა რომ ქონოდა ქართულ ოცნებას კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში, კვლავ გაკრიტიკებული არის ვენეციის კომისიის მხრიდან. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკურად გაუსწორდეს იმ პარტიებს და ძალებს, რომლებსაც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს”, — განაცხადა ვაშაძემ.